რეგისტრაციის ფორმის შევსებით და ველის "ვადასტურებ, რომ გავეცანი ვებგვერდის წესებს და ვეთანხმები მას" მონიშვნით, მოხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას (მათ შორის პროდუქციას და მის მახასიათებლებს) და წესებს და ეთანხმება მათ; მომხმარებელი თანახმაა, რომ მის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (რომელიც მოიცავს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი გვარი; სქესი; დაბადების ადგილი; დაბადების თარიღი; ელექტრონული ფოსტა; თანამდებობა; თანამდებობრივი სარგო; ანაზღაურება; ფოტოსურათი; მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი); მოქალაქეობა; ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია; ოჯახური მდგომარეობა; პირადი ნომერი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი; პირის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია; საბანკო ანგარიშის ნომერი; საბანკო მონაცემები; სამუშაო ადგილი; ტელეფონის ნომერი, ბონუს ბარათის კოდი, განხორციელებული შენაძენების სტატისტიკა, ასევე ბიომეტრიული მონაცემები) კომპანიამ დაამუშაოს მოიძიოს/გადაამოწმოს ნებისმიერ მონაცემთა ბაზაში, ნებისმიერ საჯარო და კერძო დაწესებულებაში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან; შესაბამისად მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზაში და ასევე მომხმარებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს და დაამუშაოს აღნიშნული ინფორმაცია, რაც იწვევს მომხარებლის აღრიცხვას კომპანიის ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციასთან და აღნიშნული პროდუქციის შეძენაზე გახარჯულ თანხებთან, ასევე კომპანიის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება პროდუქციის მსყიდველუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის. კომპანიას უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ განხორციელებული შესყიდვების შეფასებისა და შემოწმების მიზნით.
კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობისა და ვადის შეუზღუდავად მოიძიოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზებში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია სავაჭრო ობიექტებს. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
კომპანია უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მომხმარებელზე ინფორმაცია.
ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი ეთანხმება, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე კომპანიის საოპერაციო საქმიანობის მიზნებისათვის შესაძლოა მომხმარებლის პირადი მონაცემები გამჟღავნებული იქნას როგორც მესამე პირებისათვის, ასევე კომპანიის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე.
ნებისმიერი შეტყობინება, მათ შორის შეტყობინება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მომხმარებელს შესაძლოა გაეგზავნოს რეგისტრაციის ფორმაში მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.