10-fakti-chveni-patarebis-shesakheb
რჩევები დედებს 02 დეკ 2022 Share Share

10 ფაქტი ჩვენი პატარების შესახებ

1) ბავშვები პირველად წითელ ფერს ცნობენ ზოგი ექსპერტი თვლის რომ, ახალშობილები მხოლოდ შავს, თეთრსა და ნაცრისფერს ხედავენ. ზოგის აზრით კი, მათ შეუძლიათ სხვა ფერების გარჩევაც, თუმცა ბუნდოვნად. ფაქტი ერთია: ჩვილები პირველ რიგში წითელს, ყველაზე ბოლოს კი ლურჯსა და იასამნისფერს განარჩევენ.

2) ჩვილები ყოველ თვე 1-1.5 სმ-ით იზრდებიან

3) ახალშობილის კუჭი კაკლის ზომისაა ალბათ, თქვენც გიკვირთ რომ თქვენს პატარას სულ შია

4) 4 თვემდე პატარები მხოლოდ ტკბილსა და მჟავეს განასხვავებენ

5) პატარებს სრულად სცვივათ თმის ის ნაწილი, რომლითაც დაიბადნენ

6) ახალშობილებს პირველ წელს საშუალოდ 5400 საათი სძინავთ

7) 3 კვირამდე პატარები ცრემლების გარეშე ტირიან

8) ღიმილი მხოლოდ ადამიანის ახალშობილებს შეუძლიათ

9) პატარებს რითმის გრძნობა დაბადებიდან აქვთ და მათთვის მუსიკის მოსმენა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე-საუბრის

10) ჩვილები იბადებიან „მყვინთავის რეფლექსით“ წყალში აღმოჩენისას ისინი ინსტინქტურად იკავებენ სუნთქვას. ყველაზე საოცარი ისაა, რომ როგორც თევზებს, მათ ყლაპვა და სუნთქვა ერთდროულად შეუძლიათ. პატარები ამ უნარს  დაახლოებით 6 თვის შემდეგ კარგავენ.