banaoba
ბავშვის მოვლა ბანაობა 12 სექ 2019 Share Share

ბანაობა

    ბანაობა არა მხოლოდ ჰიგიენური პროცედურა, არამედ  ერთგვარი რიტუალია–ესაა ემოციური კონტაქტი დედასა და  ბავშვს შორის.

              ბავშვის ბანაობისას გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:

მნიშვნელოვანია!  სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, ბავშვის ბანაობა შეიძლება მხოლოს ჭიპლარის  ტაკვის მოვარდნის შემდგომ(მე-5-7 დღეს). მანამდე, საკმარისია კანის სველი ხელსახოცებით  გაწმენდა.

         იმისთვის, რომ  ბავშვს  წყლის  შიში  არ  გაუჩნდეს,  პირველი ბანაობა  უნდა  მოხდეს  განსაკუთრებული  ყურადღებით  და სიფრთხილით.

     ყოველი ჩასველების შემდეგ ბავშვი ჩაბანეთ 37-38⁰ С ტემპერატურის სუფთა წყლით. დეფეკაციის შემდეგ-დასაბანი საშუალებების გამოყენებით. გამშრალების შემდეგ კანის ნაკეცები დაამუშავეთ სპეციალური საბავშვო  საშუალებებით (საბავშვო კრემი, რძე, საფენის ქვეშ წასასმელი კრემი და  სხვა), რომლებიც არბილებენ და ატენიანებენ კანს,  ამცირებენ მის გაღიზიანებას.