damatebiti-kveba
ბავშვის მოვლა დამატებითი კვება 12 სექ 2019 Share Share

დამატებითი კვება

დამატებით კვებაზე გადასვლისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.

დამატებითი კვება აუცილებლად დაიწყეთ მონოკომპონენტური პროდუქტით და თანდათან გადადით მრავალკომპონენტურზე. გაითვალისწინეთ, რომ ფაფების შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი მარცვლეული შეიცავს გლუტენს (გლუტენი ანუ წებოვანა არის მცენარეული წარმოშობის ცილა, რომელიც შედის სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ქერქში. ამ სპეციფიკური ცილის მონელება ბავშვის ორგანიზმს დაახლოებით 5 თვემდე არ შეუძლია. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევა და ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკი, მაგ; ცელიაკია). ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფაფის მიცემა დაიწყოთ უგლუტენო მარცვლეულის (წიწიბურა, ბრინჯი) ფაფით.

ფაფის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ ძროხის რძის ცილაზე ალერგიის, ლაქტაზური უკმარისობის და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებს უნდა მიეცეთ ურძეო ან თხის რძეზე დამზადებული ფაფები.

პედიატრები უპირეტესობას ქარხნული წესით დამზადებულ ფაფებს ანიჭებენ, რადგან არ საჭიროებენ დუღილს, წარმოადგენენ სწრაფად ხსნად პროდუქციას, გათვალისწინებულია ასაკობრივი და საჭმლის მომნელებელი სისტემის თავისებურებები. მარცვლეულის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, შენარჩუნებული იყოს მასში ბევრი სასარგებლო კვებითი თვისებები, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა–განვითარებისთვის. ასევე, ქარხნული წესით დამზადებისას გარანტირებულია პროდუქციის უსაფრთხოება.

დამატებითი საკვები ბავშვს მიეცით კოვზით, ახალი საკვები გაასინჯეთ დღის პირველ ნახევარში, ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით მცირე ულუფებით და თანდათან გაზარდეთ მისი მოცულობა ასაკობრივ ნორმამდე.