kanis-movla-safenis-kvesh
ბავშვის მოვლა კანის მოვლა საფენის ქვეშ 12 სექ 2019 Share Share

კანის მოვლა საფენის ქვეშ

           რა სიხშირითაა საჭირო  საფენის გამოცვლა?

  თბილი და ტენიანი მიკროკლიმატი საფენის ქვეშ არის იდეალური  გარემო პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის.   ამიტომ მნიშვნელოვანია საფენის დროული გამოცვლა- დღეში რამდენიმეჯერ, ყოველ 2–3 საათში, აუცილებელია ძილის წინ და შემდეგ,  კვების შემდეგ და   ბავშვის სახლიდან გაყვანამდე.  საფენის ქვეშ კანი ძალიან დაუცველია და ადვილად ღიზიანდება. საუკეთესო საფენებიც კი, რომლებიც სრულად და სწრაფად შეიწოვენ გამოყოფის პროდუქტებს, ვერ უზრუნველყოფენ კანის სრულად დაცვას. 2–3 საათის შემდეგ იწყება ამ პროდუქტების გახრწნა  და ამიაკის გამოყოფა.  საფენის არადროულად გამოცვლის შემთხვევაში ხდება კანის გაწითლება, ე.წ. ამიაკით დამწვრობა.

                                 

                                საფენის ქვეშ   კანის მოვლა

      ყოველი ჩასველების შემდეგ ბავშვი ჩაბანეთ 37-38⁰ С ტემპერატურის სუფთა წყლით.

დეფეკაციის შემდეგ-დასაბანი საშუალებების გამოყენებით. გამშრალების შემდეგ კანის ნაკეცები დაამუშავეთ სპეციალური საბავშვო  საშუალებებით (საბავშვო კრემი, რძე, საფენის ქვეშ წასასმელი კრემი და  სხვა), რომლებიც არბილებენ და ატენიანებენ კანს,  ამცირებენ მის გაღიზიანებას.

                მიეცით ბავშვს საშუალება, 15–30 წუთი  საფენის გარეშე  ისიამოვნოს და გაერთოს  ფეხების ქნევით. ჰაერის აბაზანები ძალიან სასარგებლოა კანისთვის.      წაუსვით პატარას   საფენის ქვეშ  კანის მოსავლელი   კრემი  ან  გამოიყენეთ საბავშვო პუდრი

 

მნიშვნელოვანია:  საფენის ქვეშ კანი გაწმინდეთ და გაამშრალეთ

 საფენის ყოველი გამოცვლისას, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება.